|
2015-08-24 12:13:01, 1206 ნახვა
ეკონომიკა
ფოთში ბილაინის ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისი გაიხსნა
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ფოთში მომხმარებელს ახალი კონცეფციის გაყიდვების ოფისს სთავაზობს. აქ მომხმარებლისთვის შექმნილია ყველა პირობა რომ თავად მოსინჯონ ბილაინის მიერ შეთავაზებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური პროდუქტი მეოთხე თაობის უსწრაფესი ინტერნეტი. აქვე აბონენტებს საშუალება ექნებათ თავად ნახონ თუ როგორ მუშაობს ბილაინის მობილური ტელეფონები, როუტერები და WI FI მოდემები. ” ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ფოთის აბონენტებისთვის შეგვეთავაზებინა კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გარემო ჩვენი მომსახურებების მისაღებად. ახალი კონცეფციის ოფისში წარმოდგენილია ყველა ის სერვისი და პროდუქტი რასაც ბილაინი აბონენტებს სთავაზობს.” -განაცხადა ბილაინის კომერციულმა დირექტორმა ლაშა ტაბიძემ. ბილაინის ახალი კონცეფციის ოფისები ამ ეტაპზე წარმოდგენილია თბილისში (ჭავჭავაძის გამზირი 56) , ბათუმში (გორგილაძის 40 ) და უკვე ფოთში (ლანგრაჟე 2 ) ბილაინი შედის „ვიმპელკომ LTD”-ს კომპანიათა ჯგუფში.ვიმპელკომი არის სატელეკომუნიკაციო სერვისების წამყვანი საერთაშორისო პროვაიდერი 14 ქვეყანაში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. კომპანია უზრუნველყოფს ხმის და მონაცემების გადაცემის სერვისს მთელი რიგი ტრადიციული და ფართოზოლოვანი მობილური და ფიქსირებული ტექნოლოგიების მეშვეობით. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენმა ოპერაციებმა დაფარა დაახლოებით 740 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია, და ამჟამად ჩვენ გვყავს 222 მილიონი მობილურის მომხმარებელი და 56,024 თანამშრომელი. ინფორმაცია ჩვენი კომპანიის საკუთრების სტრუქტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://vimpelcom.com/Investor-relations/
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)