06:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 16:24:27, 1196 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე - რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო

ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სახით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქართველოს მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

ბაქრაძის თქმით, ის არ არის „გაზპრომთან“ ყველაფრის წინააღმდეგი.

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე თანხმდება გაზპრომთან, რომელიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული, რომ რუსული გავლენის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. მე არ ვიტყვი, რომ ყველაფრის წინააღმდეგი ვართ გაზპრომთან, შეიძლება იყოს რაიმე ნორმალური ამ ხელშეკრულებაში, მაგრამ რისკები არის ძალიან მაღალი და ეს ხელშეკრულება უნდა იყოს საჯარო, რომ ყველამ ვიცოდეთ, რა ტიპის რისკი შეიძლება იყოს ჩადებული და რა შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის სახით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics