07:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 16:14:35, 1085 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე - არ შეიძლება ყოველთვის ორიენტირი გვქონდეს დამპყრობელზე

საქართველოს მიერ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას უარყოფითად აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არ შეიძლება რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი.

„ჩვენ არ შეიძლება, ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის ქვეყანას, ყოველთვის ორიენტირი გვქონდეს იმ მეზობელზე, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. არ შეიძლება გაფორმდეს რაიმე ხელშეკრულება ამ მეზობელთან, ან მის კომპანიასთან. ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომლის შესახებ ქართველ ხალხს არ ეცოდინება ყველა დეტალი. არ შეიძლება, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics