07:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 15:59:19, 1822 ნახვა

კომენტარი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი - ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა

„ძალიან ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდა პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი“, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა, ალინა ნიკოგოსიანმა „ჯი-ეიჩ-ენთან“ განაცხადა.

ნიკოგოსიანის თქმით, ისინი აფასებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი სკოლეგების მხარდაჭერას.

 „დიდად ვაფასებთ პანდემიის მუდმივ გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში ჩვენს ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენს ურთიერთობაში ჭარბობს თანამშრომლობა და არ არის საჭირო ხელოვნური კონკურენციის ნოტების შეტანა. სწორედ ამ ლოგიკის მიხედვით ჩვენ ვაყალიბებთ და გავაგრძელებთ ურთიერთობის განვითარებას ამ სფეროში. ძალიან ვწუხვართ, რომ მინისტრის სიტყვებმა გამოიწვია გაუგებრობა და გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციის მიზეზი. ყველა ქვეყანა, პანდემიასთან ბრძოლაში ეყრდნობა გარკვეულ მექანიზმებს, რომლებიც ჩანერგილია ეროვნულ დონეზე. ამ მექანიზმების მიზეზი მდგომარეობს ცალკეული სიტუაციების თავისებურებანის გათვალისწინებით დასახული ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურ ამოხსნაში. ჩვენს ქართველ კოლეგებს ვუსურვებთ თანმინდევრულ წარმატებას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ალინა  ნიკოგოსიანმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ეჭქვეშ დააყენა. საპასუხოდ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics