|
2020-05-22 11:23:52, 1374 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის, 14 პირს ბრალდება წარუდგინა და წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 13 პირს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უყწების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით მიმართავდნენ ქურდული სამყაროს წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდებს“. „აღნიშნული მიმართვების საფუძველზე, ქვეყანაში მყოფი ქურდული სამყაროს წევრები, საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდის'' სატელეფონო ჩართულობით აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს'' და სხვადასხვა პირებს, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით სძალავდნენ ფულს და აკისრებდნენ გარკვეული თანხების გადახდას. სამართალდამცველებმა 13 პირი, 20 მაისს ქ.თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დააკავეს, რომელთაც წარედგინათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა); 2233-ე მუხლის II ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა); 2234-ე მუხლის I ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა); 143-ე მუხლის III ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და 126-ე მუხლის I ნაწილით (ძალადობა). რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს'', მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2231 -ე მუხლის I ნაწილით (კანონიერი ქურდობა). ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)