|
2015-08-22 10:22:28, 607 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ და სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები მოინახულეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და სოციალურ საკითხთა კომისიამ ბენეფიციარები სახლებში მოინახულეს და მათ საოჯახო პირობები ადგილზე შეისწავლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბენეფიციარებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას განაცხადით სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართეს. მათივე ინფორმაციით, განმცხადებლები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო თავშესაფრის ქირას, სამშენებლო მასალას – ხის მერქანს და ხანძრის შედეგად დაზარალებული შონიების ოჯახი თავშესაფარს ითხოვდა. სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, შონიები ერთდროულ კომპენსაციას 1000 ლარს, სამშენებლო მასალაზე შუამდგომლობას და ბინის ქირას მიიღებენ. პრობლემების ადგილზე შესწავლის შემდეგ სოციალურ საკითხთა კომისია განმცხადებლების პრობლემებს კომისიის სხდომაზე განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)