08:41 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 15:12:08, 1242 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - გახარიას მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს პარლამენტში მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ამბობდა თითქოს გახარიას პარლამენტში მისვლაზე "გული უსკდებოდა".

მისი თქმით, მოკლე პერიოდში გახარიას სამჯერ უწევს პარლამენტში მისვლას და ის დარწმუნებულია, რომ პრემიერი ყველა კითხვას ამომწურავად გასცემს პასუხს.

„მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში ისევე, როგორც ბევრი პარლამენტარი. როცა ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, 27- შიც მოდის, 29 - შიც ინტერპელაციით მოდის, ივნისშიც უკვე რეგლამენტის თანახმად უწევს მოსვლა, ანუ მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics