|
2020-05-21 13:28:45, 1119 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ბახვი ჰესი საქართველოში ამერიკული ინვესტიციით აშენდება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ კომპანიას, ამერიკელ ინვესტორებს აქვთ სურვილი, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გააფართოვონ ინვესტიციები საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან არსებული საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის, მათ შორის, ამერიკელებისთვისაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომაზე ამერიკული ინვესტიციით გურიაში, ბახვი ჰესის მცირე ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მოიწონეს. მინისტრის განცხადებით, ბახვი ჰესი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშენდება, 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის იქნება. მისი თქმით, პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰესის ამოქმედების შედეგად, ქვეყნის ენერგოსისტემა ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგიას მიიღებს და სულ მცირე 20 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, არამედ იმითაც, რომ პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება. „პროექტის ინიციატორია აშშ - ის ერთერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის" აფილირებული კომპანია „ცერბერუს ფრონტიერი", რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს პროექტებს. ეს იქნება ამერიკული კომპანიის მეხუთე პროექტი ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში პროექტი შესწავლის ეტაპიდან მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. პროექტის თანახმად, ბახვი ჰესის წლიური გამომუშავება 50 მგვტ/სთ იქნება, სავარაუდო ინვესტიცია კი - 16 მლნ აშშ დოლარი. ამჟამად პროექტი კვლევის ეტაპზეა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)