|
2020-05-19 15:37:13, 1303 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პენსიები გაიზრდება
„დღეიდან პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას ინდექსაციის ფორმულის მიხედვით ითვალისწინებს"-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „პენსიების ინდექსაციის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. მისი თქმით ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ასევე ძალაშია დაპირება, რომ წელს პირველი ივლისიდან 30 ლარით გაიზრდება პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი. „იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები, პენსიების ზრდის მორიგი ეტაპი დაპირებისამებრ განხორციელდება და წლევანდელ ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია. ისიც უნდა ითქვას, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 20 ლარით გაიზარდა და შეადგენს უკვე 220 ლარს."- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „პენსიების ინდექსაციის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)