|
2020-05-18 12:14:04, 1551 ნახვა
სამართალი
გიორგი რურუას ადვოკატი - დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, გამოძახებულია სამი პირი
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, გამოძახებულია სამი პირი. მისი თქმით, რურუა აუცილებლად გათავისუფლდება, რადგანუდანაშაულოა და ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. „დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. დასაკითხად გამოძახებულია სამი პირი. ამასთან, ჩვენ დავაყენებთ გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ უკვე მოლოდინი 6 თვეა გვაქვს, რაც გიორგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის გათავისუფლდეაბა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად დღეს მოხდება. თუმცა, სიმართლე აუცილებლად დადგინდება და გაირკვევა, რომ გიორგის ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და მას უბრალოდ ჩაუდეს პოლიციელებმა იარაღი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)