|
2020-05-17 21:22:07, 1454 ნახვა
სამართალი
თერჯოლის ცხელების ცენტრში დააკავეს კაცი რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა
თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პირი პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს. კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, კაცს ანალიზები კორონავირუსზე აუღეს, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც შეამოწმეს. მისი თქმით, კაცს 38 აბი სუბოტექსი და მარიხუანა აღმოაჩნდა. "სასტუმროში სამდღიანი ყოფნის პერიოდში განუვითარდა გარკვეული სახის, როგორც ვიცით, ფსიქიკური პრობლემები. გამოძახებულ იქნა ფსიქიატრი. [...] ჩაუტარდა საფუძვლიანი ჩხრეკა ფსიქიატრიულში შესვლის წინ პაციენტს და აღმოჩენილ იქნა როგორც ვიცი, სუბოტექსის 38 აბი და დაფასოებული მარიხუანა", — ამბობს კლინიკის წარმომადგენელი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)