06:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 16:22:58, 673 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ააიპ კეთილმოწყობის სამსახურმა რუხის ადმინისტრაციული ერთეულიდან, მდინარე ენგურის წყალსაცავიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს წყალმომარაგება აღუდგინა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მდინარე ენგურიდან საიდანაც რუხის, კახათის, შამგონისა და სოფელ ოქტომბერის მოსახლეობა მარაგდებოდა წყლის მიწოდება შეზღუდული იყო.

მათივე ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოხდა წყლის ნაკადისთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერის გახსნა და არხის გაფართოება.

აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას გვალვის შედეგად გამოწვეული წყლის სიმცირის აღმოსაფხვრელად დახმარებისთვის კოლექტიური განცხადებით მიმართეს. მდინარე ენგურის კალაპოტის გაფართოების შემდეგ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics