|
2020-05-14 12:37:30, 2002 ნახვა
კომენტარი
თურნავა - სილამაზის სალონების გახსნა, გარკვეული სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდება, რაც ელექტრონულ რიგს ითვალისწინებს
ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, მკაცრი სტანდარტების დაცვით, რაც ელექტრონულ რიგს ითვალისწინებს, 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მანა სევე აღნიშნა, რომ მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ყველა ბიზნეს წარმომადგენელი, არსებულ შეზღუდვებს პასუხისმგებლიანად ეკიდება. „სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრო მეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)