|
2020-05-14 11:46:29, 12367 ნახვა
ომი უკრაინაში
ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალია, რომელსაც მძიმე ქრონიკული დააავდებები ჰქონდა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-12 პაციენტი 81 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული დააავდებები ჰქონდა. მისი თქმით, 29 აპრილიდან პაციენტს კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა. „პაციენტი, 81 წლის ქალბატონი ჩვენთან, კლინიკაში შემოვიდა 12 აპრილს „ქართულ-გერმანული“ კლინიკიდან აპარატულ სუნთქვაზე. იყო უმძიმესი პაციენტი და მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. 29 აპრილს, 14 დღის შემდეგ მას ორჯერადად ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა. თუმცა თავისი ქრონიკული დაავადებებით იყო უმძიმესი პაციენტი. მას ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის ნაკლოვანება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, ორმხრივი დისტრესი, სეფსისი, თირკმლების მწვავე უკმარისობა, ანემია და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, რითაც გარდაიცვალა პაციენტი. პაციენტი გარდაიცვალა 13 მაისს, გუშინ, საღამოს 22:00 საათზე. 29 აპრილს კორონავირუსი პაციენტს აღარ ჰქონდა, მაგრამ იმდენად დამძიმდა თავისი ძველი დაავადებები ქრონიკული, რომ პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოვახერხეთ. კორონავირუსმა დაამძიმა პაციენტის ქრონიკული დაავადებები. პაციენტი იყო 81 წლის ქალბატონი ქართველი“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)