|
2020-05-13 14:07:30, 1748 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - მთავარი ამოცანაა გამოვტაცოთ ხელისუფლებას ხელიდან დაქცევის გზაზე მიმავალი ქვეყანა
„მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ გამოვტაცოთ ამ ხელისუფლებას ხელიდან დაქცევის გზაზე მიმავალი ქვეყანა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზნისთვის სტრატეგიის დასახვას ემსახურება. „ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" უნდათ, რომ გამოგვტაცონ სახელმწიფო, გაგვაღარიბონ, უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყვნენ, ისევ და ისევ, ტყუილი, მანიპულაცია, გადაგდება, ამ გზით უნდათ რომ იარონ. ჩვენ ვართ ერთიანები. ჩვენს ერთიან პოზიციას მთლიანად უჭერს მხარს ევროკავშირი და აშშ. მთავარი ამოცანა გვაქვს, რომ გამოვტაცოთ ამ ხელისუფლებას ხელიდან დაქცევის გზაზე მიმავალი ქვეყანა“, - განაცხადა „ფორმულასთან“ გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)