|
2020-05-13 10:33:45, 1516 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა
„სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი შეხვედრის დროს განისაზღვრება ოპოზიციური სპექტრის შემდეგი ნაბიჯი. „დღეს ვიკრიბებით ლეიბორისტული პარტიის ოფისში სწორედ იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯებით, თუმცა პრაქტიკულად სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე, შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხება ითვალისწინებდა ორივე კომპონენტს და შესაბამისად, ივანიშვილის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს ორივე კომპონენტი. ამაზე მეტყველებს ის განცხადებები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთდა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებისთვის კვლავ იკრიბებიან ლეიბორისტული პარტიის ოფისში. შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)