00:48 - 29 May, 2026
|
2020-05-06 15:36:45, 2037 ნახვა
სამართალი
დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისმა, სადეზინფექციო და სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ევროპის საბჭოს ოფისისგან უსასყიდლოდ გადაეცა 20 პულსოქსიმეტრი, 200 ლიტრი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, სამედიცინო ბახილები და ქუდები. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. მათი ცნობით, აღნიშნული დახმარების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და დაკავებულ პირთათვის ეფექტიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ევროპის საბჭო მრავალი წელია, ერთობლივი პროექტების ფარგლებში, მხარდაჭერას უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)