|
2020-05-06 14:54:23, 1913 ნახვა
სამართალი
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 3 პირი. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)