00:26 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 12:03:59, 10943 ნახვა

ომი უკრაინაში
ლევან რატიანი - მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს საუნივერსიტეტო კლინიკაში, დღეს 3 მათგანი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება 3 პაციენტი, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიაში და თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას.

ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ინიფიცირების შემთხვევები, იმისდა მიუხედავად, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“, - განაცხადა რატიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics