|
2020-05-01 10:08:35, 1246 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ნებისმიერი პროგრამის, მათ შორის, განახლებული საკრედიტო - საგარანტიო სქემის მიზანია დასაქმებულებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრა საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება - საკრედიტო - საგარანტიო სქემა განიხილა. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, აღნიშნული სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო - საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის. საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან. „ჩვენ მზად ვართ, რომ ამ დღეებში მთავრობას წარვუდგინოთ ნორმატიული აქტის პროექტი, რომლითაც საკრედიტო - საგარანტიო სქემა განახლებული პარამეტრებით შევა ძალაში და შესაბამისად, ანტიკრიზისულ ბიუჯეტში აისახება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს აღნიშნული სქემის საჭიროება ძალიან მაღალია. „მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ 2 მლრდ ლარზე მეტი სასესხო პორტფელი გაჯანსაღდება და მისი მიმღები ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი მათ წინაშე არსებულ ფინანსურ გამოწვევას უფრო მარტივად გაუმკლავდება", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის განახლებული მექანიზმი მოწოდებულია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მცირე ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს. „დღეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს უჭირთ საბრუნავი საშუალებები. შესაბამისად, საფრთხე ექმნებათ ასეთ კომპანიებში დასაქმებულებს. ჩვენი ნებისმიერი პროგრამისა და მექანიზმის მიზანი, საბოლოო ჯამში, დასაქმებულებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. განახლებული ფორმატის საკრედიტო - საგარანტიო სქემა ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს - მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მოახდინონ საბანკო სესხების რესტრუქტურიზება, ასევე მოიზიდონ კაპიტალი თავისი საჭიროებების, მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს ბანკებთან განახლებული საკრედიტო - საგარანტიო სქემის დეტალების განხილვის მიზნით.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)