15:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 17:10:31, 1194 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის -  2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას. გამოქვეყნდა ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება. 2019 წლის მონაცემებში ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 14 ქულას შეადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს 28- ქულა, რაც 6 ქულით გაუმჯობესებაა. თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. USAID-ის დახმარებით, უკვე გავაკეთეთ ახალი პლატფორმა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხილვების პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics