|
2020-04-30 12:39:43, 1780 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ქედის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წელს, პირველად ადგილობრივ ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, უფასოთ შეუძლიათ დაამუშავონ ტექნიკით სახნავ-სათესი ფართობები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების პროცესს, სოფელ გოგიაშვილებში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ქედის მერთან ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო. ,,მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეიძლება ითქვას, შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს დროულად მოახდინონ სავარგულების დამუშავება და ბაღჩეული კულტურების მოყვანა, რომლითაც მარაგდება როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონის ბაზარი. ვფიქრობთ, ხვავრიელი შემოდგომა გვექნება" - აღნიშნა ლევან გორგილაძემ. სამინისტროს ხელშეწყობთ, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სულ დამუშავებული იქნება 2500 - ჰა ფართობი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)