|
2020-04-30 10:03:00, 2044 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მეუღლის მიმართ ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის - 1981 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. აგრეთვე, ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)