|
2020-04-29 12:49:16, 1701 ნახვა
სამართალი
ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვისთვის ბრალდებულები დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 10 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დ.ჯ.-მ, ბ.ს.-მ და დ.კ.-მ, მ.ე.-ს დახმარებით, სატელეფონო კომუნიკაციებისა და პირადად შეხვედრების დროს, ფიზიკური ანგარიშსწორების, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარით ს.ტ.-სგან მოითხოვეს, მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის" გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი. სამართალდამცველებმა დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. 2019 წლის 28 ივლისს დააკავეს. დ.ჯ.-ს, ბ.ს.-ს და დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვა), ხოლო მ.ე.-ს 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)