17:26 - 23 May, 2026
|
2020-04-29 11:12:28, 1629 ნახვა
რეგიონი
სამდღიანი ძებნის შემდეგ, 80 წლის მამაკაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს
სამდღიანი ძებნის შემდეგ 80 წლის მამაკაცი მდინარე ალაზანში დამხრჩვალი იპოვეს. თელავის სოფელ გულგულაში მცხოვრები ალექსანდრე ოხანაშვილის ცხედარს მაშველებმა და მყვინთავებმა დღეს დილით მიაკვლიეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მამაკაცი სოფლის ნახირს მწყემსავდა. საღამოს კი, როდესაც სახლში არ დაბრუნდა, ოჯახმა პოლიციას აცნობა. დაკარგული მოქალაქის ტანსაცმელი ნაპოვნი იყო მდინარე ალაზნის ნაპირზე. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)