15:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 18:30:20, 1527 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა

"არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მთავრობამ,  უმაღლეს რადას მიმართა და  სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

მისი თქმით, უკრაინას და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„თუკი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა,  არა მარტო ვიცე-პრემიერად, არამედ საერთოდ  სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის საკითხი, ეს იქნება პრაგმატული გადაწყვეტილება, არ შეიძლება სტრატეგიულ ურთიერთობებს უკრაინასა და საქართველოს შორის, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს, ხელი შეუშალოს სააკაშვილის ფაქტორმა, რომელიც ფაქტიურად არის დამნაშავე.  გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულებები საკმაოდ სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ იცის, ნებისმიერი პოლიტიკური რანგის და გემოვნების  ადამიანმა, რომ დანაშაულებები ნამდვილად იქნა ჩადენილი. ერთია ვინ როგორ აფასებს. მაგრამ უკრაინას და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics