|
2020-04-28 17:32:55, 2273 ნახვა
მსოფლიო
ევროპა კარანტინინს ზომებს ამსუბუქებს და ქვეყანაში სიცოცხლის აღდგენის გეგმას სახავს
იტალია კორონავირუსის გამო ამოქმედებული კარანტინის ეტაპობრივ მოხსნას იწყებს. ბოლო პერიოდში სულ 1739 შემთხვევა დაარეგისტრირეს, რაც გასული 7 კვირის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. 4 მაისიდან, ქვეყანაში სამრეწველო საწარმოები და სამშენებლო სამუშაოები აღდგება. რესტორნებს შეეძლებათ საკვების ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა, მოსახლეობას კი ერთ პროვინციაში მცხოვრები ნათესავების მონახულება, დიდი ოჯახური შეკრებები კვლავ იკრძალება. „საუბარია ნათესავების მონახულებაზე და არა ყველაზე ვისი ნახვაც გინდათ - მეგობრების ან სხვა ახლობლების. არავითარი საღამოები და წვეულებები, თქვენ შეძლებთ მხოლოდ იმათ მონახულებას ვისთანაც ახლო კავშირი გაქვთ“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. იტალიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა საწარმოებმა უკვე განაახლეს მუშაობა. მათ რიცხვს მიეკუთვნება ქვეყნის უმსხვილესი ქარხანა „Fiat Chrysler”, რომელიც ატესაში მდებარეობს. ფურგონების და მიკროავტობუსების წარმოებაში 6 ათასი ადამიანია ჩართული, კარანტინის ამოქმედებამდე, ამ ქარხანაში დღეში 1200 ავტომობილს ამზადებდნენ. ამავდროულად ესპანეთის სამეფო ოჯახის წყვილი, მადრიდში გადაუდებელი სიტუაციების ნაციონალური სააგენტოს შტაბ-ბინას ესტუმრა. ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში 300 ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფო კი კარანტინის მოხსნის სპეციალურ გეგმას ამზადებს. როგორ აღადგინონ ქვეყნის შიგნით სიცოცხლე - ამის შესახებ საფრანგეთის ხელისუფლებამაც დაიწყო საუბარი. ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპი დეპუტატებს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა გაეხსნათ სასწავლო დაწესებულებები, დაებრუნებინათ მოსახლეობა სამსახურებში და აღეჭურვათ დამცავი ნიღბებით. შვეიცარიის მოსახელობას უკვე აქვს საშუალება სილამაზის სალონს ან სტომატოლოგს ესტუმრონ, შეიძინონ სათესი მასალა და მეტიც ტატუირება გაიკეთონ. ჩეხეთში, ამ დროისთვის უკვე გაიხსნა ზოოპარკი, რომლებიც კარანტინის გამო გაღატაკების ზღვარზე იყვნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 11 ზოოლოგიური პარკის ზარალმა 3,5 მილიონი შეადგინა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)