|
2020-04-27 20:47:26, 2059 ნახვა
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სერტიფიცირებული გამომძიებლები და დეტექტივები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლების ონლაინ კურსს გადიან. აღნიშნული დისტანციური კურსი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის განვითარების ფსიქო-სოციალური ასპექტები, დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური პორტრეტი; ბავშვთან ურთიერთობის სპეციფიკა; არასრულწლოვანთა გამოკითხვის თავისებურებანი, მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, პრაქტიკული სავარჯიშოები და სხვა. კურსი ხორციელდება ევროპის საბჭოს „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წლამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)