|
2020-04-27 20:36:52, 1792 ნახვა
რეგიონი
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია შუახევში
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო აქციას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სოფელ ჯაბნიძეების მკვიდრი რამინ აბუსელიძე შემოუერთდა და მერიას, თანასოფლელებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა. პურის ფქვილი და სასურსათო კალათა დღეს ადგილობრივებს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ქველმოქმედის ძმასთან, რომან აბუსელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაურიგა. ,, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეს რამინ აბუსელიძეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოჩენილი ყურადღებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელმაც 110 ოჯახისთვის საჩუქრად გადმოგვცა პირველადი მოხმარების პროდუქტები.სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის დახმარებით საქველმოქმედო კამპანია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება. მჯერა, მაღალი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობით ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)