15:50 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 19:15:15, 1621 ნახვა

კომენტარი
რომან კაკულია - ხელისუფლება ეცადა ყველაზე ობიექტური ყოფილიყო მომავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით

„ანტიკრიზისულ გეგმის შეფასებას ორი კრიტერიუმი აქვს - პირველი - დაინახა თუ არა ხელისუფლებამ ყველა ის მიზნობრივი სოციალური ჯგუფი, რომელიც დაზარალდა ამ პერიოდში,  მეორე - რამდენად ადეკვატური იყო დახმარება", - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „იმედის" ეთერში.

მას მიაჩნია, რომ დანახვის ნაწილში,  ხელისუფლება ამას შეეცადა ყველანაირად. „ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებების პროცესში ხარვეზი ყოველთვის იქნება, მაგრამ დანახვის მცდელობაში ხელისუფლებამ  ყველაფერი გააკეთა, რომ არ გამორჩენოდა არცერთი სოციალური ჯგუფი", - განაცხადა რომან კაკულიამ.

რაც შეეხება თანხის ადეკვატურობას, დეპუტატის თქმით,  გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევბაც გათვალისწინებული იქნა.  „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, ვთქვათ და კიდევ უფრო ცუდი სცენარით   განვითარდეს მოვლენები. იმ დაგეგმილი შემოსავლების შემცირება კიდევ მეტიც რომ იყოს, ამისთვისაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მზაობა. იმ  ხარჯების გარდა, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ გასაწევი იქნება, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება კიდევ სხვა ხარჯებიც იყოს გასაწევი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება.  1200 ლარის თუ 300 ლარის ნაცვლად შეიძლებოდა დაგვეგეგმა 2000 -ც და 500-ც, მაგრამ ამაში  ჩადებული იქნებოდა მაქსიმალურზე მაქსიმალური დაძაბულობა იმ სიტუაციის, რომელიც ცუდი სცენარის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, რისი უფლებაც ხელისუფლებას არ აქვს. თუ ყველაფერი კარგი სცენარით წავა, მერე შეიძლება დამატებები  გააკეთო, მაგრამ ჩემი აზრით, ხელისუფლება ეცადა ყველაზე ობიექტური ყოფილიყო მომავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. ამიტომ ვითხოვთ, საზოგადოება  გაგებით მოეკიდოს ამას  და ჩათვალოს, რომ ეს მომავალზე ფიქრით არის განპირობებული  და არა დაუნახაობით ან არაკომპეტენტურობით", - განაცხადა რომან კაკულიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics