|
2020-04-27 13:23:39, 1641 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - რეგისტრირებული 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მედიკოსების მიერ გაწერილ გაიდლაინს
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხდებით, ის რომ დღეიდან აგრარული ბაზრები მუშაობას აღადგენენ, იმას არ ნიშნავს, რომ რეგისტრირებული 80-ვე ბაზარი გაიხსნება, რადგან მათი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მეკიოსეების მიერ გაწერილ გაიდლაინებს. მისი თქმით გაიდლაინი მოიცვას, პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინსგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა მედიკოსების მიერ გაწერილ მოთხოვნებს. „27 აპრილიდან დაშვებულია მობილობა მსხვილ ქალაქებში და ქალაქებს შიგნით და ასევე რეგიონულ ცენტრებს შორის გადაადგილება. ფერმერებისთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო მობილობა, რომ მოეხდინათ საკუთარი აგრო-სასურსათო პროდუქტის რეალიზება შეფერხებების გარეშე. რამდენიმე დღე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უკეთესედ გასაკონტროლებლად საჭირო იყო ეს შეზღუდვები შესულიყო ძალაში. ჩვენ ვთქვით, რომ შეგვეძლო ეტაპობრივად მეტი აგრარული ბაზრის ფუნქციონირებისთვის შეგვეწყო ხელი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენურ და სანიტარიულ სტანდარტების დაცვას და მეორეს მხრივ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი წინა პირობები, რომელიც დეტალურად იყო გაიდლაინებში გაწერილი და რომელიც თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საბითუმო თუ საცალო, უნდა დააკმაყოფილოს. ამ მომენტისთვის საქართველოში 80 აგრარული ბაზარია რეგისტრიტებული, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან გაიხსნება ყველა მათგანი, რომელიც რეგისტრიტებულია და მიჩვეული ვართ, რომ მუშოაბდა. ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვენბს რომელიც გაწერილია გაიდლაინებში. ეს ეხება, როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის, ეს ეხება ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინსგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა იმ მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)