|
2015-08-16 13:51:20, 565 ნახვა
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეიდან დაიწყო
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დღეიდან იწყება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 ან იხილეთ სამინისტროს ვებ და Facebook გვერდები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)