|
2020-04-26 17:03:34, 1780 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხვალიდან ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება
ბათუმის მერიის განცხადებით, ხვალიდან ბათუმში ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. როგორც მერიაში აცხადებენ, ბაზრის როგორც შიდა, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. „ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა. მომხმარებლებს ადგილზე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია, როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე. რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)