|
2020-04-26 15:28:22, 1762 ნახვა
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ჩაიკეტა
თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება. „მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოცდილებები და მივყვებით ინსტრუქციებს. დილიდან მიდის შესაბამისი პოლიციური დანაყოფებისა და თავდაცვის დანაყოფების მიერ შესწავლა გეოგრაფიის და პრაქტიკულად უკვე რეალიზდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება, სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)