06:05 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 14:15:47, 526 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საპატრულო პოლიციის რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებს შეხვდა და მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი წარუდგინა.

შსს- ინფორმაციით, მინისტრმა სამუშაო შეხვედრისას საპატრულო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და არსებული პრობლემები განიხილა. 
გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის რეგიონების სამმართველოების ხელძღვანელებს დავალებები მისცა და ყურადღება დეპარტამენტის გამართულ მუშაობასა და კანონდარღვევის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაზე გაამახვილა. 
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და საპატრულო პოლიციამ კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას წარმატებება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics