|
2020-04-25 21:23:21, 1946 ნახვა
კომენტარი
ელოშვილი - 60 000 აღსაზრდელის მშობელი სახლში იღებს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საბავშვო ბაღებში მათ შვილებს უნდა მოხმარებოდა
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგების გამოცხადების შემდეგ, 60 000 აღსაზრდელისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები მშობლებს უკვე ორჯერ გადაეცა. როგორც მან პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, ეს პროცესი არ გაჩერებულა და საკვების გადაცემის მესამე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. „კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე განისაზღვრა რამდენიმე ძირითადი ამოცანა: მიმდინარე დახმარებები, რომელიც ეწევათ ჩვენს მოქალაქეებს მერიის თუ გამგეობების მხრიდან, უნდა შენარჩუნებულიყო; ასევე, უნდა განსაზღვრულიყო ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც შესაძლოა, კრიზისი შეხებოდათ როგორც სოციალური, ისე ჯანმრთელობის რისკების კუთხით. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა სამოქმედო გეგმა. უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, როგორც ჩვენი თანამშრომლების და მოხალისეების, ისე იმ ადამიანების დასაცავად, ვისთანაც ამ ხალხს მოუწევდა თანამშრომლობა და მუშაობა. შესაბამისად, ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო მემორანდუმის გაფორმება წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომელიც ითვალისწინებდა ორ ძირითად მიმართულებას: 1. მოხალისეების დაუყონებლივი გადამზადება და 2. ყველა იმ პროცესის ანალიზი და ვითარების შეფასება, რა მოცემულობაც იყო იმ მომენტისთვის. მემონანდუმის ხელმოწესთანავე დაიწყო მოხალისეების გადამზადება და დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვყავს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ასეულობით გადამზადებული მოხალისე, რომლებიც ჩვენს დავალებებს ასრულებს. ასევე, გამგეობის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამ პერიოდში მუშაობს, ან გადამზადებულია წითელი ჯვრის მიერ, ან მუშაობს მათი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ყველაფერმა მოგვცა ის შედეგი, რომ დღემდე არავითარი დარღვევა არ გამოვლენილა, ვმუშაობთ უსაფრთხოდ და წესების სრული დაცვით“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მერის მოადგილის თქმით, რისკების შეფასებისას, უფასო სასადილოები განისაზღვრა იმ საფრთხედ, სადაც მოქალაქეებთან ურთიერთობა დისტანციურ რეჟიმში ვერ მოექცა. „მოგეხსენებათ, უფასო სასადილოებში ჩვენ გვყავს 40 000 ბენეფიციარი და 62 წერტილი მთელი თბილისის მასშტაბით. შესაბამისად, უფასო სასადილოები იყო ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და გარდა ამისა, ბენეფიციარების გარკვეულ კატეგორიას ძალიან ურთულდებოდა ადგილზე მისვლა და საკვების მიღება. ამიტომ, გადავწყვეტეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით. 1. აიკრძალა ადგილზე კვება, ხდებოდა მხოლოდ საკვების გატანა ანუ გატანება ბენეფიციარებისთვის, 2. იქ მომუშავე ყველა თანამშრომელი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სრული ფორმით და ამგვარად გაეწია მომსახურება. სასადილოების დეზინფექციას ჩვენ ისედაც ყოველთვის ვაწარმოებდით. 3. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ დავამატეთ მოხალისეები და საშუალება მივეცით ყველა ბენეფიციარს, რომელსაც მოსვლის საშუალება არ ჰქონდა, ხმა მოეწვდინა ჩვენთვის და ასეულობით მოქალაქისთვის დღემდე სახლებში მიგვაქვს საკვები“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, მესამე მიმართულება, რომელიც ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, საბავშვო ბაღები იყო. „ჩვენთან საბავშვო ბაღებში კვება უფასოა და ჩავთვალეთ, რომ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ჩვენთან იკვებებოდნენ, შესაძლოა, გარკვეულ ტვირთად დასწოლოდათ დამატებითი ხარჯები, რადგან ბაღებში არდადეგები გამოვაცხადეთ. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღსაზრდელების ოჯახებისთვის გადაგვეცა საკვები პროდუქტები. შესაბამისად, დღესდღეობით 60 000 აღსაზრდელის მშობელი იღებს დახმარებას ამ ფორმით. ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ ბაღის ათასობით თანამშრომელს, მოხალისეებს და დასრულდა საკვების გადაცემის ორი ეტაპი. შესაბამისად, 60 000 აღსაზრდელის მშობელმა უკვე ორჯერ მიიღო ყველა ის პროდუქტი, რომელიც უნდა მოხმარებოდა მათ შვილებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. აქვე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აღნიშნულ პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ საკვების გაცემის მესამე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება, რის შესახებაც ინფორმაციას აღსაზრდელთა მშობლებს, წინა ეტაპების მსგავსად, დეტალურად მიაწვდიან.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)