|
2020-04-25 19:24:42, 1672 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო
შუახევში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ დარჩიძეებში გაეცნო. საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და ხეხილის სხვლის ეტაპს მოიცავს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ადგილობრივები ინტენსიურად განაგრძობენ სხვადასხვა მეურნეობას და მიწების დამუშავებას. ,,მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უსაფრთხოებისა და რეკომენდაციების დაცვით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს შუახევის აგროსერვის ცენტრის ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად ისარგებლონ უფასოდ. ასევე, აგროსერვის ცენტრის აგრო მაღაზიაში და საჩითილე მეურნეობაში შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ აგროქიმიკატები და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებები“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)