|
2020-04-24 15:46:45, 1423 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, თუმცა სკოლებში სწავლა 1-ელ სექტემბრამდე არ განახლდება
საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება და აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს მათი ჩატარების დრო. „განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, ეს დიდი და მნიშვნელოვანი თემაა. ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლების საკითხში საკმაოდ ეფექტურად გაატარა. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, შეიძლება იყოს გარკვეული დროის გადავადების ნაწილი და ასევე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)