|
2020-04-24 15:12:23, 1458 ნახვა
კომენტარი
საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები - პრემიერის განცხადება
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. გახარიამ დაასახელა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობამ გამოიწვია. პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე, კერძოდ, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. მეორე ეტაპი, რომელიც პრემიერის განცხადების, სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დადგება, იქნება მშენებლობის, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმინობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების სრულად, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტისა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების დაშვება. მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)