|
2020-04-24 10:59:04, 2182 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 4 ფაქტი, რაზედაც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 4 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)