17:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 21:08:57, 1544 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძემ სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცა

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.

სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. 

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში არაერთი ინოვაციური მიდგომა აღმოაჩინა, მათ შორის კი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰოსპიტალის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციტივას, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს. კორონავირუსის თანმდევი დაავადებების მართვის ჯგუფი თანმდევი დაავადებებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის გართულების პრევენციას ისახავს მიზნად. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს იქნება ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადების მკურნალობაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics