|
2020-04-23 17:50:32, 2714 ნახვა
მსოფლიო
სკანდინავიის 4 ქვეყანა კორონავირუსის კარანტინზე უარის თქმის მიზეზს ხსნის
მკაცრ საკარანტინე ზომებზე, კონკრეტულად ქუჩაში მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გასვლის ზომების შემოღებაზე უარი, სკანდინავიამ სუფთა ჰაერზე ყოფნის სასარგებლო თვისებებით ახსნა - ამის შესახებ, ქვეყნის დედაქალაქის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, იონი ახლოამ ახალი ამბების სააგენტო “RIA” - თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სეირნობა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც პრობლემებისგან განტვირთვასა და ზოგადად დასვენებაში ეხმარება მათ. „გასეირნება დადებითად მოქმედებს ორგანოებზე, სრულიად სხვაგვარად მიმდინარეობს პროცესები და ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმში. ადამიანის ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება და მკვრივდება“, - განაცხადა იონიმ. გარდა ამისა, სუფთა ჰაერი სასუნთქი გზების დამცავი უჯრედების ზრდას უწყობს ხელს და ინფექციასთან სწრაფად გამკლავებას უწყობს ხელს. იმუნიტეტის გაძლიერებას, ხელს მცენეარეები უწყობს, რომლებიც ფოტოსინთეზს განიცდიან და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდებიან - განაცხადა ექიმაა იონიმ. მისი თქმით, სახლში შესრულებული ვარჯიში, ჰაერზე გასეირნებას ვერ შეცვლის. ფინეთში, სასეირნოდ გასვლა, ვარჯიში პაკრში ან სკვერში ნებადართულია. გარდა ამისა გახსნილია საბავშვო მოედნები და სატრენაჟრო დარბაზები. შევდეთში, დანიაში, ისლანდიაში და ნორვეგიაში ქუჩაში გასვლაზე შეზღუდვა არცერთი დღე არ მოქმედებდა. ბელგიაში და გერმანიაში ქუჩაში გასვლა ნებადართულია, თუმცა მოკლე ვადით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვის შემთხვევაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)