|
2020-04-23 15:58:48, 1420 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია
„არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რომელსაც გვაწვდიან ჩვენი მედიკოსები“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო განხილვების ჩატარების დაწყება ივნისში იგეგმება და სავარაუდოდ, ივლისისთვის დასრულებული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტზე მუშაობა. „მე ვფიქრობ, რომ ყველა მონაცემით განხილვას დავიწყებთ ივნისში და ივლისში დავამთავრებთ და გვექნება პაკეტი საარჩევნო სისტემით და კონსტიტუციაში ცვლილებებით. ამის ხელისშეშლა შეუძლია მხოლოდ იმ წინასწარ დაუგეგმავ პრობლემას, რასაც ჰქვია ვირუსის შემოტევის გაფართოვება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი და მედიცინის დარგიდან მომდინარე პროგნოზები არის დამაიმედებელი, თუმცა, ქმედებები ცალკეული ჯგუფებისა არის საკმაოდ შემაშფოთებელი ამ თვალსაზრისით. ჩვენზე, პოლიტიკოსებზე რაც არის დამოკიდებული უნდა შევასრულოთ. საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილურობისათვის გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ამას ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები კარნახობენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)