|
2015-08-14 13:36:45, 550 ნახვა
საზოგადოება
სემეკის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
სემეკის სხდომა სადაც, თელასის ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი საჯარო განხილვა იმართება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც სხდომაზე „ქართული დასის“ წარმომადგენელმა ჯონდი ბარათურიამ განაცხადა, სემეკს თელასის ტარიფზე მსჯელობისას არ გაუთვალისწინებია ის 800 მილიონი ლარი, რომელიც კომპანიამ პრივატიზების შემდეგ მოსახლეობისგან ამოღებული ფულის სახით მიიღო. ჯონდი ბაღათურიამ სემეკის წარმომადგენლები თელასის მხარდაჭერაში დაადანაშუალა. მისი თქმით, თბილისში 800 მილიონი ლარის საშუალებით შესაძლებელი იყო ტარიფი არ გაზრდილიყო. ბაღათურიას სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა, რომ სემეკი ტარიფის გაანგარიშებისას არა აქციებს, არამედ აქტივების კომპონენტს ითვალისწინებს. მილორავას თქმით, შესაბამისი 800 მილიონი ლარი გათვალისწინებული ვერ იქნებოდა. შეგახსენებთ, სემეკის დღევანდელ სხდომაზე თელასის კაპიტალური დანახარჯების განხილვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)