01:11 - 29 May, 2026
|
2020-04-22 13:07:52, 2215 ნახვა
სამართალი
ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბაჩო ქათამაძეს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა დისტანციურ რეჟიმში ჩატარებულ პროცესზე მიიღო. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ბაჩო ქათამაძე საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი 19 აპრილს გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)