|
2020-04-22 13:48:46, 1415 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ბუნკერში გამოკეტილი ივანიშვილი ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, სხვა ადამიანებს კი ლუკმა პურის ფული არ აქვთ
ბუნკერში გამოკეტილი ივანიშვილი ცეკვა-თამაშის ხასიათზეა, სხვა ადამიანებს კი, ლუკმა პურის ფული არ აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არყოფნით ადასტურებს, რომ ის ანგარიშვალდებული არა პარლამენტის, არამედ მოტიკტოკე პატრონის მიმართაა. „თუ რამეს ითხოვს რეგლამენტი, ეს არის, რომ საგანგებო მდგომარეობის განხილვას უნდა ესწრებოდეს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი ამით ხაზს უსვამს პარლამენტის ბუტაფორიულ ხასიათს და ამბობს, რომ რეალურად ის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე არ არის, არამედ ბუნკერში გამოკეტილი მოტიკტოკე პატრონის მიმართ არის ანგარიშვალდებული, ამას ამბობს გახარია, როგორც ჩანს მისი აქ არ ყოფნით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია მოგვეცეს საშუალება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებთ გამოიკვებონ ადამიანები, ადამიანი, როდესაც ქვეყნის პატრონად აცხადებს თავს, ცეკმა-თამაშის ხასიათზეა, ბუნკერში გამოკეტილი, სხვა ადამიანებს ლუკმა პურის ფული არ აქვთ, როგორ აპირებთ გამოიკვებონ ელემენტარულად, ფუფუნების საგნებზე აღარ არის საუბარი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)