|
2020-04-22 12:51:52, 1405 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის
დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო მონაცემების მიხედვით აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და აღნიშნული გადაწყვეტილების გარშემო, ყველა უნდა გაერთიანდეს. მანვე დასძინა, რომ ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ზოგი დღესვე ითხოვს, არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. „ყველა მონაცემებიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, დღეს ამისათვის შევიკრიბეთ. ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება, ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს, ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი, დღეს პოპუპილზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა, ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)