|
2020-04-22 11:56:15, 1248 ნახვა
კომენტარი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული - ჩვენთან მსუბუქი ავტომობიის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოხსნილა
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. მანვე განმარტა, რომ მათთან არსებული რეალობიდან გამომდინარე, მსუბუქი ავტომობიის გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ მოხსნილა, მათ საჭიროებისამებრ უკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. „ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეზღუდვები არ მოხსნილა, საჭიროებისამებრ გვიკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. კახეთში სხვა მოცემულობაა, რაჭაში მაგალითად, აბსოლუტურად - სხვა. აქ შორ მანძილზე არ უწევთ გადაადგილება, აქ მოსახლეობას თავიანთი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები ახლოს აქვთ. ჩვენთან საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით შეღავათები არ დაგვიწესებია, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)