|
2020-04-18 21:01:12, 18613 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანზე გამოცადეს
სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, ჯანმრთელ ადამიანზე 44 წლის ჯენიფერ ჰალერზე, პირველად გამოსცადეს ექსპერიმენტალური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - ჯენიფერი, პრეპარატის მიღების შემდეგ განცდილ შეგრძნებებზე და ეფექტებზე „The Telegraph” - ს ესაუბრა. მისი თქმით, ის ვერ ხვდებოდა, რომ საშიშ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას. მას ყველა ის რისკი გააცნეს რაც პრეპარატის მიღებას შეეძლო გამოეწვია. ამერიკელი პაციენტის თქმით, პრეპარატი ნომრით RNK-1273 გრიპის ვაქცინას ჰგავდა, მას არანაირი ტკივილი და გაღიზიანება არ უდან გამოეწვია. „ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სასარგებლო ვყოფილიყავი“, - განაცხადა მან. ჯენიფერი ასევე აღწერს, თუ რა ემართებოდა ვაქცინაციის შემდეგ. „პირველ დღეს ტემპერატურა მქონდა ორგანიზმში მომატებული, მეორე დღეს ხელი მტკიოდა ძალიან, მაგრამ ამით მორჩა, შემდეგ ყველაფერი კარგად იყო“, - განაცხადა პაციენტმა. „The Telegraph” - მა განმარტა, რომ ქალბატონი კარანტინში, რამდენიმე დღით დატოვეს უსაფრთხოების გამო. რამდენიმე ხნის შემდეგ, მას განმეორებით გაუკეთეს ვაქცინა, როგორც დანარჩენ 44 გამომცდელს, რომლებიც სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. მათ ექიმები მომავალი წლის შემოდგომამდე დააკვირდებიან. ადამიანებამდე, RNK-1273 ცხოველებზე დატესტეს, შემდეგ კი გადაწყვიტეს ადამიანებზე გამოეცადათ - წერს „The Telegraph”.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)