|
2020-04-18 13:08:15, 2558 ნახვა
მსოფლიო
CNN - საქართველოში შეზღუდვების მიუხედავად, ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშნავს, რაც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს
საქართველოში შეზღუდვების მიუხედავად, ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავს, რაც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, - ამის შესახებ სტატიას СNN აქვეყნებს. გამოცემა გამოეხმაურა, იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, მსუბუქი ავტომობილით მიმოსვლა. თუმცა ამის მიუხედავად, ქართული მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნას აპირებს. „ერთი შეხედვით, საქართველომ წარმატებას მიაღწია კორნავივირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ახლა საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. კვირას მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღშნიშავს, ხოლო ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია გეგმავს დიდ დღესასწაულს, რომლებსაც, ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. საქართველოს ხელისუფლებამ ნაადრევი რეაგირება მოახდინა კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მთავრობამ სკოლები დახურა 29 თებერვალს, როდესაც ქვეყანას მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა. პარასკევს, ქვეყნის მასშტაბით ხუთდღიანი აკრძალვა დაწესდა მსუბუქი ავტომობილების მოგზაურობის შესახებ“, - ვკითხულობთ სტატიაში. მათი ცნობით, ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღიაა და აგრძელებს ცერემონიების ჩატარება. მათი აზრით ესაა ნაბიჯი, რომელიც ექსპერტების აზრით, შეიძლება დამანგრეველი იყოს. „საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდწილად უარი თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოწოდების დაცვაზე, რომლებმაც მოუწოდეს ხალხს სახლში დარჩნენ. ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღიაა და აგრძელებს ცერემონიების ჩატარება, ესაა ნაბიჯი, რომელიც, ექსპერტების აზრით, შეიძლება დამანგრეველი იყოს. გასულ კვირას ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკლესიებში, რათა აღენიშნათ ბზობის დღესასწაული. რის შედეგადაც ხელისუფლებამ 30 მარტს სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალვას“, - წერს გავლენინანი გამოცემა. CNN სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართულმა ეკლესიამ ჯერჯერობით უარი თქვა ზიარების რიტუალის არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებაზე, რაც საფრთხის შემცველია. სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ წარმატებებს მიაღწია, ხოლო ეკლესიის მხრიდან, ჯანდაცვის პირების მოწოდებების საწინააღმდეგოდ მოქცევამ, შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ქვეყნის წარმატება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)